სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს ფონდი სთავაზობს სწავლებას ხუთი მიმართულებით:
კურსი ” შესავალი სამართალში” (დამწყებ კურსელთათვის)
სისხლის სამართალი;
სამოქალაქო სამართალი;
კონსტიტუციური სამართალი;
საერთაშორისო სამართალი;
სასწავლო კურსებით დაინტერესებულმა პირებმა 14 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-2 ფოტოსურათი (3×4);
-დიპლომის ან სტუდბილეთის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;
-შეავსონ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა (განაცხადის ფორმას ჩამოტვირთავთ ვებ-გვერდიდან www.legaleducation.ge ან მიიღებთ საბუთების ჩაბარებისას);
კურსებზე მიღება ხდება წერითი გამოცდის საფუძველზე.
გამოცდების ფორმატი:
სამოქალაქო სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სამოქალაქო სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
სისხლის სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) სისხლის სამართალსა და კონსტიტუციურ სამართალში.
კონსტიტუციური სამართლის ჯგუფი – ტესტირება (ოთხი სავარაუდო პასუხით) ადმინისტრაციულ და კონსტიტუციურ სამართალში.
საერთაშორისო სამართლის ჯგუფი-ტესტირება ( ოთხი სავარაუდო პასუხით) ადამიანის უფლებებსა და კონსტიტუციურ სამართალში.
შესავლის ჯგუფში სწავლის მსურველებს მიეცემათ თემა , რომელშიც უნდა გამოავლინონ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ( ეს არ იქნება კონკრეტული სამართლებრივი საკითხების ირგვლივ).
საბუთების შემოტანის შემდეგ მსურველები ფონდის მიერ დამიშნულ დროს გაივლიან ტესტირებას.
სწავლა ფასიანია.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.
ქ.თბილისი, კახიძის ქ.#15
საკონტაქტო პირები:
მარიამ აბულაძე- ltic@gyla.ge , iuridiuliganatleba@yahoo.com ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 147);
ნინო ბაღაშვილი- n.baghashvili@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137);
თამარ მეტრეველი metreveli@gyla.ge ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 125).
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge