საიას გორის ოფისი
მისამართი: ქ. გორი, სტალინის გამზ. #19/1
ტელ: (0370) 272646
ფაქსი: (0370) 279842
დაფარვის ზონა:
შიდა ქართლის რეგიონი (გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტები) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი(ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები)
თანამშრომლები
ოფისის ხელმძღვანელი - ქეთევან ბებიაშვილი
ადვოკატები/კონსულტანტები სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეებზე:
დალი ჯანიაშვილი
ნონა ასკილაშვილი
ხათუნა დიდებელი
მაია გრძელიშვილი
ადვოკატები/კონსულტანტები სისხლის სამართლის საქმეებზე:
რევაზ რევაზაშვილი
გიორგი გახელაძე
ოფის-მენეჯერი - ნინო ამბროლაძე
ზოგადი ინფორმაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისმა ფუნქციონირება 2000 წელს დაიწყო.
ოფისი თავის საქმიანობას წარმართავს საია-ს სტრატეგიული მიმართულებების შესაბამისად:
- საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება
- ადამიანის უფლებების დაცვა
- ეფექტური მმართველობა
- იურიდიული განათლება
საიას-ს გორის ოფისის საქმიანობის პრიორიტეტს წარმოადგენს დევნილთა და კონფლიქტის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებთათვის როგორც სამართლებრივი დახმარების გაწევა, ასევე მათთვის ცნობიერების ამაღლება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნილება დევნილთა მხრიდან სამართლებრივ დახმარებაზე. ეს ეხება მათთვის სტატუსის მინიჭების, ფულადი დახმარებისა და შემწეობის მიღების, თავშესაფრით უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის საკითხებს.
საია-ს გორის ოფისის დახმარებით, შეჩერდა გორის საბავშვო ბაღებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი, 25 მოქალაქეს მიენიჭა დევნილის სტატუსი და ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული 25 მოქალაქის საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.
ძირითადი საქმიანობანი
საია-ს გორის ოფისი საქმიანობს 4 ძირითადი მიმართულებით:
1) ადამიანის უფლებები:
ა) უფასო იურიდიული კონსულტაცია
- სატელეფონო კონსულტაცია
- პირადი კონსულტაცია
- სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა
- გასვლითი კონსულტაციები გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში.
ბ) წარმომადგენლობა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე , საია-ს გამგეობის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
გ) სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება
2) ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა
3) ცნობიერების ამაღლება
საია-ს გორის ოფისი საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ატარებს ავტო-ტურებს სამცხე_ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ადიგენის, ახალქალაქის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში. ავტო-ტურზე საია-ს იურისტები აწყობენ შეხვედრებს სოფლის მოსახლეობასთან, მათ აწოდებენ ინფორმაციას კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების და საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, ურიგებენ საია-ს მიერ გამოცემულ ბროშურებს.
ავტო-ტურებზე საია-ს იურისტები ეცნობიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემებს, ახდენენ მათ ადვოკატირებას, რაც მთელ რიგ შემთხვევებში წარმატებით მთავრდება და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. საია-ს იურისტები ხვდებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელებს, აგრეთვე ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს. მათ სთავაზობენ თანამშრომლობას მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოვლენილი პრობლემების და მათი გადაწყვეტის გზების შესახებ. ადვოკატირების შედეგად, სოფელ გომის საბავშვო ბაღს აღუდგა წყლის მიწოდება და მოხდა ქ. ხაშურის ორი უბნის გაზიფიცირება.
საია-ს გორის ოფისში ტარდება მრგვალი მაგიდები, სემინარები და ტრენინგები დევნილების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტების, საჯარო მოხელეების, ადვოკატების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთათვის.
4) იურიდიული განათლება
საია-ს გორის ოფისში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება სემინარები სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციულ და შრომის სამართალში.
გორის ოფისში ფუნქციონირებს დებატების კლუბი სტუდენტებისათვის, სადაც ისინი ეუფლებიან დებატის ხელოვნებას.
გორის ოფისში არსებული იურიდიული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ როგორც საია-ს წევრებს, ასევე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ 6 თვის განმავლობაში სტაჟირება გაიარონ საია-ს გორის ოფისის იურიდიულ კლინიკაში , რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ დაოსტატებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და განვითარებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge