საიას ზუგდიდის ოფისი 2017 წლიდან იცავს პირის ინტერესებს, რომელსაც პროკურატურა ყალბი დოკუმენტის დამზადებას და თაღლითობას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება). ბრალის წარდგენა მოხდა მას შემდეგ, როდესაც მან მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შექმნილ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა. კომისიას წარუდგინა სანოტარო აქტი, რომლის თანახმად, მომმართველის მეზობლები ადასტურებენ, რომ იგი სხვა პირთან ერთად ფლობდა და განკარგავდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. მოგვიანებით, მას ბრალი წარედგინა იმ საფუძვლით, რომ თითქოს მეზობლებს სანოტარო აქტზე ხელი მოტყუებით მოაწერინა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ გაიზიარა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის მოთხოვნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც საიას დაცვის ქვეშ მყოფი პირი გამართლდა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge