2019 წლის მაისში საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის 2 საქმე წარმატებით დასრულდა:
- მსხვერპლი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სისტემატიურად განიცდიდა სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის, შეზღუდული ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია მშობლებთან, თავისუფალი გადაადგილება და სოციალური ქსელით სარგებლობა. 2019 წლის მარტში მსხვერპლმა შეძლო დაკავშირებოდა 112-ს და შეეტყობინებინა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა მსხვერპლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ოჯახის ყველა წევრის მიმართ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუმცა, არ დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის წესით. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით, მსხვერპლმა მიმართა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას. მიმართვის შემდგომ, დაიწყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა. საბოლოოდ, გამოძიება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდა და სასამართლომ მოძალადის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა;
- სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს, მოძალადემ მსხვერპლზე შურისძიების მოტივით, განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს. მან განაცხადა, რომ იყო ცოლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობდა, მოძალადის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვერპლის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. საიას დახმარებით, ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლოში გაასაჩივრა და სასამართლო დავა მოიგო.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge