საიას რუსთავის ოფისი იცავდა არასრულწლოვანი პირის ინტერესებს, რომელსაც დადგენილი ჰქონდა ბავშვთა აუტიზმი და ობსესიურ კომპულსიური აშლილობა. მას 2019 წელს მინიჭებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი. 2019 წელს მას ეს სტატუსი გაუუქმდა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტში კომისიური შემოწმების გავლის შემდგომ. ბავშვის მშობელს მხოლოდ ზეპირსიტყვიერად ეცნობა, რომ მის შვილს არ ჰქონდა ჯანმრთელობის იმგვარი მდგომარეობა, რაც გახდებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის შენარჩუნების საფუძველი. სტატუსის გაუქმების შემდგომ, ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს არ გადასცემია რაიმე დასკვნა ან აქტი, სადაც განსაზღვრული იქნებოდა სტატუსის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან სტატუსის აღდგენამდე პერიოდში ბავშვი ვერ სარგებლობდა შესაბამისი სოციალური დახმარებით, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის პირობებში მოქმედი რეგულაციების მიხედვით, 2022 წლის მაისამდე მას უნდა შენარჩუნებოდა სტატუსი და მასთან დაკავშირებული სოციალური დახმარება.
საიას დახმარებით, ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა გამოითხოვა ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებებიდან, რის შემდგომაც დაიგეგმა დამატებითი შემოწმება დამოუკიდებელ ექსპერტთან. დამატებითი დასკვნის საფუძველზე კვლავ განხორციელდა მიმართვა რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისადმი, რის საფუძველზეც ბავშვს მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი და აღუდგა შესაბამისი სოციალური დახმარება.
ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებდა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge