საიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
2014 წლის 23 დეკემბრს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით საიას ახალ თავმჯდომარედ ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს. ანა ორგანიზაციის რიგით მე-11 თავმჯდომარეა. საიას წესდების თანახმად თავმჯდომარე ყოველწლიურად აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან.
ამ თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი კახა კოჟორიძეს შეცვლის, რომელიც ასოციაციას 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა.
ამავდროულად არჩევნები ჩატარდა საიას ქუთაისის ფილიალში, სადაც მეორე ვადით თავმჯდომარედ გიორგი ჭიქაბერიძე აირჩიეს.
წარმოგიდგენთ საიას ახალი თავმჯდომარის მოკლე ბიოგრაფიას:
განათლება
2011-2012 წლებში სწავლობდა ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (LLM with Distinction);
2006-2007 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში;
2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
2003-2004 წლებში გაიარა საიას იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი;
სამუშაო გამოცდილება
2013 წლიდან მუშაობს საიას საპარლამენტო მდივნად, ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) და საიას სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის ფონდში;
2012-2013 წლებში მუშაობდა ვენასა და პოლონეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ამავე ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (დიაუო) სპეციალისტად;
2011-2012 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდის სამართლის ქსელში(ETJN) ასოცირებულ მკვლევარად;
2011 წელს მუშაობდა საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” (PRI) კავკასიის ოფისში რეგიონალური პროექტის კორდინატორად;
2008 - 2010 წლებში მუშაობდა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRIDC) რეგიონული პროექტის კოორდინატორად;
2007-2008 წლებში, ადამიანის უფლებათა მესამე ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ARTICLE 19”- ში, დიდ ბრიტანეთში და კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში;
ანა არის არაერთი კვლევის ავტორი და თანაავტორი, სხვადასხვა დროს ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა ადამიანის უფლებათა სახლების ქსელთან, ეუთო/დიაუოს ოფისთან, ადამიანის უფლებათა დანიის ინსტიტუტთან, საერთაშორისო ორგანიზაცია Front Line Defenders-თან და სხვ.
2014 წელს არჩეულ იქნა საიას თავმჯდომარედ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge