საიას ადვოკატირების კამპანიის შედეგად ოზურგეთში გარემოსთვის ზიანის მიმყენებელი ტყვიის გადამამუშავებელი საწარმო აღარ გაიხსნება

საიას ოზურგეთის ოფისმა გაზეთ „ალიონის“ ჟურნალისტებთან  ერთად,  ქ. ოზურგეთის ექადიის, ბასრისა და კვაჭალათის უბნის მცხოვრებთა თხოვნით დაიწყო ადვოკატირების კამპანია ოზურგეთში ტყვიის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნის საწინააღმდეგოდ.

საწარმოს გახსნამდე შპს „ჯეოგადამამუშავებელი“ ქარხნის შენობაში კუსტარულად ამუშავებდა ტყვიას. მოსახლეობა შეწუხებული იყო სუნითა და მხუთავი აირით, რომელიც, მათი მოსაზრებით, სწორედ ტყვიის კუსტარულად გადამუშავებისას მიმდინარე საწარმოო პროცესის შედეგად დგებოდა. ამასთანავე, მათივე განმარტებით  საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაში ბოლო დროს გახშირდა სხვადასხვა ტიპის დაავადებები.  კამპანიის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის აქტივობები: შეხვედრები მოსახლეობასთან, შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ადგილობრივი   ხელისუფლების წარმომადგენლებთან.  ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის არა ერთი შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ხელისუფლების, საზოგადოების, მედიის წარმომადგენლები. საკითხის შესწავლაში ჩაერთვნენ ადგილობრივი ექსპერტები.   

ექსპერტების მოსაზრებით, საწარმოს გახსნის შემთხვევაში არსებობდა რისკი, რომ  ვერ იქნებოდა აცილებული გარემოსთვის მიყენებული ზიანი. მოსახლეობის პოზიცია გაიზიარეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ინვესტორმაც და შ.პ.ს. „ჯეოგადამამუშავებელმა“  შეაჩერა ქ. ოზურგეთში ტყვიის გადამამუშავებლი საწარმოს გახსნის პროექტი. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge