26 სექტემბერს, დილის 5 საათზე, ხაშურში ავტოკატასტროფა მოხდა. მანქანაში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის 25 წლის ადვოკატი გენო ქარცივაძე და მისი მეგობარი ზვიად სურმანიძე თბილისში მოსამართლის გამოცდის ჩასაბარებლად მიდიოდნენ. მათთან ერთად გენოს თანამშრომელი გია და მეოთხეკლასელი გოგონა - გენოს ბიძაშვილი მგზავრობდნენ.
ავტოავარიის შემდეგ გენოს თავად გამოუძახებია საპატრულო პოლიცია. ავტომანქანიდან ბავშვიც მას ამოუყვანია. ნაკაწრიც არ ჰქონდა, დადიოდა, ხაშურის საავადმყოფოში მისული მეგობრებს ამშვიდებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა…
ორი საათის შემდეგ მოულოდნელად სუნთქვა შეეკრა და გაითიშა. გარდაცვლილს ექსპერტიზა გორის პროზექტურაში ჩაუტარდა. ექსპერტმა დაადგინა, რომ თავში სისხლი ჩაექცა.
გენო ქარცივაძე საიაში 2006 წლიდან მუშაობდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლისის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ნათესავებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge