საიას ადვოკატებმა რამდენიმე გაუჩინარებულ პირს მიაგნეს

27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ადვოკატებმა მოინახულეს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი აქციის მონაწილეები. თელავის იზოლატორში არსებული ვიათარება უმძიმესია და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ადვოკატებისა და პატიმრების ინფორმაციით:

•    სასტიკად არიან ნაცემი იზოლატორში მყოფი შემდეგი პატიმრები: ანდრეი გორა, მურმან დუმბაძე და ალეკო ჩუბინიძე. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მურმან დუმბაძე სასტიკად სცემეს დაკავების შემდეგ ქ. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში.
•    ზემოაღნიშნულ პირთათვის ხელმიუწვდომელია  სამედიცინო მომსახურება.
•    2 დღეა იზოლატორში მყოფ პირებს არ მიეწოდებათ  საკვები.

მიგვაჩნია, რომ დაკავებული პირების მიმართ ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას. შესაბამისად, მოვითხოვთ:

1.    პატიმრების სიცოცხლისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იზოლატორის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებისა და საკვების მიწოდება დაკავებული პირებისთვის.
2.    გამოძიებულ იქნას და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა პატიმრებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge