27 ივლისს საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა ჟურნალისტებთან. შეხვედრის მიზანი იყო იმ საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში ჟურნალისტებს ყველაზე მეტად უშლის ხელს ეფექტურად მუშაობაში და რომელთა აღმოფხვრა შესაძლებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შედეგად.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და რეიოგული მედია-საშუალებების წარმომადგენლება და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც მათ საქმიანობაში ყველაზე პრობლემატურად მიაჩნდათ.
სამუშაო შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი პრობლემატური საკითხები:
• მედია მფლობელთა გამჭვირვალეობა;
• მედია საშუალებათა ფინანსური გამჭვირვალეობა;
• სასამართლო ბაჟის მაღალი განაკვეთი და სასამართლო წარმოების მეტისმეტად ხანგძლივი ვადები;
• საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის მაღალი განაკვეთები. ასევე, სპეციალური რეგულირება სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოპოვებისათვის, როგორიცაა სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი, ცნობა არიქივიდან და ა.შ.
• სასამართლო სხდომების საჯაროობა, შეზღუდვა ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩაწერაზე;
• მაუწყებელთა ლიცენზირების საკითხები;
• საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოპოვების შეუძლებლობა;
• ჟურნალისტთა შრომითი დაცვის პრობლემა;
• საჯარო დაწესებულებებსა და საჯარო სხდომებზე შეღწევისას ჟურნალისტებისათვის დაწესებული ხელოვნური ბარიერები.
საქართველოს ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2010 წლის სექტემბერში დაიწყებს ლობირების აქტიურ კამპანიას. შეხვედრების, მედია კამპანიისა და პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების წარდგენის გზით საია ეცდება ხელი შეუწყოს პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და ჟურნალისტებისათვის თავისუფალი, თანასწორი და სამართლიანი გარემოს შექმნას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge