საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვს კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული მონაცემების გაცნობა იზღუდება.
საია მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერის სრულად გაცნობის შეზღუდვა არაკონსტუტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილ ინფორმაციის თავისუფლების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებასთან.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ამავდროულად სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge