საიამ წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

26 ივნისი წამების მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყოველწლიურად  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობით აღნიშნავს.

წელს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით აღნიშნულ თემაზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია/დისკუსია და განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
 
რა შეიძლება ჩაითვალოს წამებად და არასათანადო მოპყრობად (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით);
რატომ გახდა წამება და არასათანადო მოპყრობა სისტემური პრობლემა;
რა მდგომარეობაა დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
როგორ უნდა მოხდეს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და როგორია სახელმწიფოს სტრატეგია ამ მიმართულებით;
მიმდინარეობს თუ არა წამების ფაქტების ეფექტური გამოძიება;
როგორია საზოგადოების დამოკიდებულება წამებისა და არასათანადო მოპყრობის მიმართ და აუცილებელია თუ არა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; 
და ბოლოს, რა არის საჭირო წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის.
 
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პროკურატურის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge