საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამების განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიმართა

საია სადავოდ ხდის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს (24-საათიდან 19 საათამდე) საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამების განთავსებას ორგანიზაცია არ ასაჩივრებს არასაუკეთესო დროს გასართობ გადაცემებში, ფილმებსა და სერიალებში,  სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ფარგლებში რეკლამის განთავსების კონსტიტუციურობას.

საია მიიჩნევს, რომ თუნდაც არასაუკეთესო საეთერო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში  რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარების საფრთხეს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ ბიზნესის საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დღეს, 2019 წლის 01 აგვიტოს შეიტანა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge