საიამ პროკურატურას მსჯავრდებულ ჩიხლაძის განცხადება მიაწოდა და გამოძიების დაწყება მოითხოვა

 

2012 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულმა გიორგი ჩიხლაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია 2011 წლის 30 ივნისს, მსჯავრდებულის დაკავებისას  განხორციელებული ადამიანის უფლებების შემლახველი რიგი ქმედებები.  მსჯავრდებულ ჩიხლაძის განმარტებით, უკანონო ქმედებებში სხვა პირებთან ერთად დათა ახალაიაც იღებდა მონაწილეობას.

მსჯავრდებულ გიორგი ჩიხლაძის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

საია მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურმა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ფაქტის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება და ასევე უზრუნველყოს მსჯავრდებულ ჩიხლაძის უსაფრთხოება.

 

მსჯავრდებულ ჩიხლაძის განცხადება

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge