საიამ პარლამენტს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების თაობაზე მოსაზრებები წარუდგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონაწილეობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომელიც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩამოყალიბდა. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის - დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერების - შესრულება.
საიამ სამუშაო ჯგუფს წარუდგინა მოსაზრებები და შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება საპარლამენტო კონტროლის რამდენიმე მექანიზმს, მათ შორის, პარლამენტის წევრის კითხვას, ინტერპელაციას, მინისტრის საათს, თემატურ მოკვლევას, მთავრობის წევრის კომიტეტზე სავალდებულო გამოცხადებას და სხვა. დოკუმენტი ითვალისწინებს არსებული მექანიზმების როგორც საკანონმდებლო დონეზე გაუმჯობესების, ისე პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრისკენ მიმართულ რეკომენდაციებს.
საიას მოსაზრებები დაწვრილებით იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge