საიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს წარუდგინა ალტერნატიული ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2018 წლის (1-6104/19/9; 27.03.2019) ანგარიშზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობას შეეხება.
ალტერნატიული ანგარიში ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ რამდენიმე იმ გადაწყვეტილებასა და განჩინებას, რომელთა აღსასრულებლად გასატარებელი ზოგადი ღონისძიებები კანონმდებლობაში სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ და სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად დამატებით საჭიროებენ შესაბამისი ზომების გატარებას.
საია, აგრეთვე, მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გამართოს ალტერნატიული ანგარიშის მოსმენა კომიტეტის სხდომაზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge