საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა ორი სატელევიზიო კლიპი, სამი რადიო კლიპი და პუბლიკაციები: ღია ბარათები, სანიშნეები და პლაკატები. მასალა განმარტავს ოჯახური ძალადობის დანაშაულის სხვადსხვა ასპექტებს და შეიცავს საიას სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომრებს. პუბლიკაციები მომზადდა საიას მიერ ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის პლაკატების კონკურსზე გამარჯვებული ნამუშევრების გამოყენებით.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ მასალას გამოიყენებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების დროს, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ ოჯახში ძალადობა დანაშაულია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მიმართოს იურისტს რათა თავი დაიცვას ძალადობისგან.
2009 წლის ივლისის თვიდან სატელევიზიო კლიპები სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში დატრიალდება.
საია გეგმავს აგრეთვე საინფორმაციო ბუკლეტის გამოცემასაც, სადაც ნათლად იქნება ახსნილი თუ რა ქმედებები უნდა იქნეს გამხორციელებული თუ ადამიანი გახდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge