2023 წლის 28 ივნისს , ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, საიამ გამართა პანელური დისკუსია - შრომითი უფლებები საჯარო სამსახურსა და კულტურის სფეროში.
ღონისძიების პირველი ნაწილი საჯარო სამსახურში შრომითი უფლებების დაცვის ძირითად ტენდენციებზე და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას დაეთმო. აღნიშნულში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის, საჯარო სამსახურის ბიუროსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
ღონისძიების მეორე ნაწილის ფარგლებში საიამ წარმოადგინა ანგარიში, რომელიც შეეხება კულტურის სამინისტროს ახალ საკადრო პოლიტიკას და მოიცავს ამ სფეროში არსებული შრომითი დავების სამართლებრივ ანალიზს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში მასშტაბური ცვლილებები და რეორგანიზაცია დაიწყო. შედეგად, მრავალი დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული პოზიციებიდან. როგორც უშუალოდ სამინისტროდან, ისე სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან. პროცესმა არა მხოლოდ ხელმძღვანელობისთვის არასასურველი კადრების ჩამოშორების სახე მიიღო, არამედ ასევე აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიზანი კულტურისა და მეცნიერების სფეროს კონტროლი და ცენზურაა.
საიამ 2021 წლიდან დღემდე იმუშავა 12 საქმეზე. არსებულ საქმეებში რამდენიმე სახის ტენდენციური ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, რომლებიც დეტალურად არის განხილული ანგარიშში.
ანგარიშს ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://tinyurl.com/ypkbfesx
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge