საიამ და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციისა და კონსტიტუციის 42-ე მუხლის ორგანიზებით  და დონორი ორგანიზაციების:  აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) და    USAID-ის  ხელშეწყობით 2012 წლის 10 დეკემბერს კონფერენცია გაიმართა პროექტის ფარგლებში  “ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება”.
 
კონფერენციის განსახილველ თემებს შორის იყო: ალტერნატიული მონიტორინგის მექანიზმი, პატიმრობის კოდექსი - პრობლემური საკითხები,  პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი,   სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განთავსება,   არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშემწყობი წინადადებები და სხვ.
 
აღნიშნული პროექტი  მიზნად ისახავს  ადვოკატირების კამპანიების განხორციელებას და საზოგადოებრივი განხილვების ორგანიზებას ციხის კოდექსში აუცილებელი ცვლილებების შესატანად. პროექტის ფარგლებში "მუხლი 42" შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, ასევე მომზადდება საჯარო განცხადებები პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებთან დაკავშირებით.                         PSA-ს მომზადების მიზანია წაახალისოს პარლამენტის დეპუტატები და კანონშემოქმედებაში ჩართული სხვა თანამდებობის პირები გაატარონ აუცილებელი რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში. 
 
პროექტი   ხელს შეუწყობს სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის სისტემის შექმნას საქართველოში, პატიმრების რეაბილიტაციას, მოამზადებს მათ გათავისუფლებისთვის და  მისცემს მათ  პროდუქტიული ცხოვრების საშუალებას.  ასევე  დახვეწს და გააუმჯობესებს პატიმართა  უფლებების  დაცვას, რათა  ქართულ ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში, მათი მდგომარეობა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
 
ამ მიზნის მისაღწევად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კონსტიტუციის 42-ე მუხლი გამოიყენებენ თავანთ გამოცდილებას ადვოკატირებაში ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პატიმართა უფლებების დასაცავად, მონაწილეობას მიიღებენ  და ორგანიზებას გაუწევენ  ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ განხილვებს ციხის რეფორმასთან  დაკავშირებით.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge