საიამ ახალი კვლევების პრეზენტაცია გამართა

2015 წლის 6 ივლისს, ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, საიამ შემდეგი კვლევების პრეზენტაცია გამართა:

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოში;
საჯარო-კერძო პარტნიორობა (საქართველოში არსებული ტენდენციები).
 
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მომზადებული კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ:
 
რაც შეეხება საჯარო-ჯერძო პარტნიორობის საკითხზე მომზადებულ კვლევას, დოკუმენტში საიას მიერ შესწავლილი იქნა საქართველოს სამინისტროების და მთავრობის ადმინისტრაციის პრაქტიკა. კვლევის შედეგების გათვალისწინებით ნათელია, რომ:
პრეზენტაციზე ასევე წარმოდგენილი იყო ხორვატი და ინგლისელი ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევები. ხორვატი ექსპერტის კვლევა ეხებოდა, ხორვატიის გამოცდილებას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობის და ანტიკორუფციული რეფორმის მიმართულებით. ხოლო ინგლისელი ექსპერტის კვლევაში განხილულ იქნა საჯარო-კერძო პარტნიორობის გამოცდილება დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში. ექპერტებმა კვლევები საიას დაკვეთით მოამზადეს.
 
საია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილი კვლევები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოების გამჭვირვალობის გაზრდას და ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან საჯარო-კერძო პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სწორი წარმოდგენის ჩამოყალიბებას. 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge