საია წვრილმანი ხულიგნობის მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების შესაცვლელად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა.

საია, კონსტანტინე ჩაჩანიძის სახელით, საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს (წვრილმანი ხულიგნობა) და ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ,,უხამსობის“ განმარტებასთან დაკავშირებული მუხლების ნორმატიულ შინაარსს. 

სარჩელის მიზნებისათვის, დავის საგანს წარმოადგენს სადავო ნორმების იმგვარი ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლის მიხედვითაც, პროფანაციულ სიტყვას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური, კულტურული საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება. კონტექსტის განურჩევლად, ასეთი სიტყვის წარმოთქმა, ბლანკეტურად მიჩნეულია უხამსობად. ამ სიტყვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წარმოთქმა კი, იწვევს სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. 

საია მიიჩნევს, რომ უცენზურო გამონათქვამის ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას, ვინაიდან შეუძლებელს ხდის ამ ტერმინის გამოყენებით პოლიტიკოსის და სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. ამგვარად, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან და მშვიდობიანი შეკრების უფლებასთან.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge