საიას ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლუკა სირაძის საქმის მასალებს გუშინ გვიანობამდე ეცნობოდა. ამ დროისათვის ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულია არაერთი მოწმე და დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების ერთი გამომძიებელი.
ამ დროისათვის საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელდება, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე, დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები.
საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:
- ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პოლიციელთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge