იმ პირობებში, როდესაც ს/ს ,,პარკ პლეისთან~ დევნილებს წერილობითი შეთანხმება ამ დრომდე არა აქვთ დადებული, ხოლო არსებული დავა სასამართლო განხილვის საგანი არ გამხდარა, საია თვლის, რომ პოლიცია არ არის უფლებამოსილი განახორციელოს დევნილთა გამოსახლება.
აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევაში ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ~ საქართველოს კანონი საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან კატეგორიულად კრძალავს დევნილთა გამოსახლებას. ამასთან, კანონის თანახმად, საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავა სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს.
ამიტომ, საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმოქმედოს კანონის შესაბამისად, და შეწყვიტოს ჭავჭავაძის გამზ. #80-ში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. საია ასევე მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს დაიცვას დევნილთა ინტერესები და არ გასცეს თანხმობა მათი გამოსახლების მიზანშეწონილობის თაობაზე იმ დრომდე, სანამ არ იქნება მიღწეული ნებაყოფლობითი შეთანხმება ს.ს ,,პარკ პლეისსა~ და დევნილებს შორის.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge