გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას. კერძოდ, მედია საშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი აცხადებს შემდეგს: „ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო - ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინტერვიუში სტუდენტი აცხადებს, რომ მან დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა „ის ახალგაზრდები, რომლებიც შეიწირა რეჟიმმა კვლავ მოიხსენია მკვლელებად, კერძოდ-ვაზაგაშვილი, აფრასიძეები“.
ზემოაღნიშნულ აუდიოჩანაწერში პრეზიდენტი ცალსახად, მტკიცებით ფორმაში, ამბობს, რომ „ვაზაგაშვილს ჰქონდა 2 ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ამ ფრაზის თქმით იგი ზ.ვაზაგაშვილს აბრალებს დანაშაულის ჩადენას. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ სტუდენტებისადმი მიწოდებული ინფორმაცია არ ასახავს გამოძიების მიერ დადგენილ ფაქტებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge