საიამ პარლამენტს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე დასკვნა წარუდგინა. ინიციატივა ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ სუბიექტისათვის, რომლის წინასაარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.
პარტიების თავისუფლების შემზღუდველი ნორმები მოითხოვს სიზუსტის და განჭვრეტადობის იმაზე მკაცრ ტესტს, ვიდრე ეს სხვა, არაპოლიტიკურ გაერთიანებებთან მიმართებით გამოიყენება. აუცილებელია, რომ დარღვევისთვის შერჩეული პასუხისმგებლობის ზომა იყოს შემაკავებელი, პროპორციული და დარღვევასთან უშუალოდ დაკავშირებული. პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის უალტერნატივო წესით გაუქმება ასეთი არ არის.
საია მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუშვას პოლიტიკური გაერთიანებების ბლანკეტური, არაპროპორციულად შემზღუდველი, დაუსაბუთებელი და თვითნებურად მათი გზიდან ჩამოშორების საფრთხის შემცველი ნორმების გაჩენა კოდექსში და არ მიიღოს ეს კანონპროექტი.
უფრო დეტალურად იხილეთ დასკვნა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge