გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 1 მაისს, მშრომელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ ორგანიზებული მანიფესტაციის 15-ზე მეტი მონაწილე პოლიციელებმა დააკავეს. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა დაცული. ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე მშვიდობიანად შეიკრიბოს როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. სახელმწიფომ არამხოლოდ უნდა დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, არამედ თავი უნდა შეიკავოს არაგონივრული და არაპირდაპირი შეზღუდვების დაწესებისაგან აქციის მონაწილეების მიმართ.
ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ ცალკეულ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოქვეყნებული მასალიდან შესაძლოა იკვეთებოდეს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც შესაბამისი სამართალდამცავი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საია მოუწოდებს პასუხისმგებელ ორგანოებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და მოახდინონ ჯეროვანი რეაგირება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge