„კანონპროექტით მუნიციპალიტეტებში მკვიდრდება ერთიანი მიდგომა და ყველა საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. ამ ცვლილების მოტივაცია კანონპროექტის განმარტებითი ბარათისა და ინიციატორთა მიერ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი ზეპირი განმარტების მიხედვით, ოპოზიციის გაძლიერებაა, თუმცა გარდა პარტიული მოტივისა, სხვა რაიმე დასაბუთებას არც კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ითვალისწინებს და არც განხილვებისას წარმოუდგენიათ ინიციატორებს რაიმე დამაჯერებელი არგუმენტაცია. საია მიიჩნევს, რომ დამატებითი უმაღლესი თანამდებობის პირების პორტფელის დამატება არაა დასაბუთებული რაიმე არგუმენტით, გარდა ოპოზიციის წარმომადგენლობის გაზრდისა (რომელიც კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციითაც კი არ არის გამყარებული).
ცვლილებით, იზრდება ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობაც. ზოგიერთ საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციას 7 მოადგილე შეიძლება ჰყავდეს. ორგანიზაციის მოსაზრებით, ამის საჭიროება ფრაქციის წევრთა საქმიანობის კოორდინაციისათვის ნაკლებად რეალურია და ემსახურება მხოლოდ ანაზღაურებადი თანამდებობების შექმნას.
დაწვრილებით იხ. დასკვნა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge