2016-2017 წლებში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევები, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს. კვლევებით დასტურდებოდა, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთს თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. ასევე, შესაძლოა, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძესა და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკს, დღემდე აქტიური კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ კომპანიასთან.
2018 წლის თებერვალში, საიამ მიიღო განახლებული ინფორმაცია კომპანიის არსებული დავალიანების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება გადაუხდელი მართვის საზღაურისათვის შეადგენს - 950,140 ლარს, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლო კი,1,512,330 ლარსა და 10,102 აშშ დოლარს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპანიას დავალიანების გადასახდელად ვადა მიეცა 2018 წლის 3 მარტამდე, თუმცა, მათივე ინფორმაციით, შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა აღნიშნული ვადაც დაარღვია და დღემდე არაფერი გადაუხდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ იხელმძღვანელოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ცალმხრივად შეწყვიტოს შპს ინტერნეიშენალ ივენთსთან დადებული ხელშეკრულება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge