კონკურსი საია-ს თბილისის ოფისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

ამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დატვირთვა: არასრული 
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 27 ნოემბერი

იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს, როგორც წესი, 8 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ  შესაბამის  სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 8, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 20 პირი, რომლებიც საქმიანობას დაიწყებენ 2019 წლის იანვრიდან.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

თანაშემწეებს/სტაჟიორების ფუნქციებში ძირითადად შედის:

- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულ პროგრამაში ასახვა და პირად/სატელეფონო კონსულტაციებზე დასწრება;

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში  ადვოკატების დახმარება;

- საკანონმდებლო სიახლეებზე  მუშაობა;

- კონკრეტულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება;

- ბუკლეტების შედგენისას იურისტების დახმარება.

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც  განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

კონკურსის ეტაპები

კონკურსი  მიმდინარეობს ორ  ეტაპად:

კონკურსის პირველი ეტაპზე  (წერითი გამოცდა)  - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მონაწილის მიერ მითითებული სფეროს მიხედვით.

კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.  

განაცხადების მიღება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონულ მეილზე -  info@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:

- განაცხადი (იხ. მიბმული დოკუმენტი);

- იურისტის დიპლომი ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი  (დასკანერებული).

გთხოვთ, მეილის ”subject" ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სამართლის სფერო (,,სისხლის სამართალი“ ან ,,სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალი“).

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 27 ნოემბერი, ღამის 12 საათამდე. იმ მონაწილეებთან, რომლებიც ხარვეზით გამოგზავნიან დოკუმენტებს, დამატებით დაკავშირება ხარვეზის აღმოფხვრასთან დაკავშირებით არ მოხდება. ამდენად, დაგვიანებით გამოგზავნილი ან არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები არ იქნება განხილული.

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - შორენა ლოლაძე.

მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15

ტელ: (032) 2 93 61 01 (150)


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge