საია-ს სამართლებრივი დახმარების შედეგად დევნილი ოჯახი საცხოვრებელს მიიღებს

საია იცავდა დევნილ ოჯახს, რომელსაც სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო უარს ეუბნებოდა ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე. უარის თქმის საფუძველად სააგენტო მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ოჯახი ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობდა და არ სჭირდებოდა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 

საია სასამართლო პროცესებზე ამტკიცებდა, რომ სააგენტოს უარი ეფუძნებოდა კანონმდებლობის არასწორ განმარტებას და ახლო ნათესავის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრება არ ართმევდა დევნილ ოჯახს უფლებას, მოეთხოვა ალტერნატიული საცხოვრებლით დაკმაყოფილება. სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია და სასამართლო დავა დევნილი ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, დევნილი ქალი და მისი არასრულწლოვანი შვილები საცხოვრებელ ბინას მიიღებენ. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge