საია-ს დუშეთის ოფისის დახმარებით, მოქალაქემ შეძლო საკუთარი უფლებების დაცვა და მიწის ნაკვეთი დაიბრუნა. სასამართლო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფიზიკური პირის კუთვნილი მიწის ნაკვეთი პირდაპირი პრივატიზების წესით გადასცა შპს „კ“-ს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემა უკანონოდ მოხდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და პირს დაუბრუნდა კუთვნილი მიწის ნაკვეთი. გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, თუმცა სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და შპს „კ“-ს საკასაციო საჩივრები. შესაბამისად, დავა საბოლოოდ დასრულდა და საიას დახმარებით, პირმა შეძლო ქონებრივი უფლებების აღდგენა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge