საია-ს ზუგდიდის ოფისი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელის ინტერესებს სენაკის რაიონულ სასამართლოში იცავდა. საჯარო მოხელე სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა. შესაბამისად, მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და საჯარო მოხელე სამსახურში აღადგინა. მას ასევე აუნაზღაურდება განაცდური ხელფასი. სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge