2020 წლის 15 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს, რომელიც თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს კვოტით დაინიშნა.1 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზენაესი სასამართლო ვალდებულია 15 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში შეავსოს ვაკანსია.2 ამის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პლენუმი3, ხოლო კანდიდატს ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.4
აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა,5 პლენუმმა ერთი თვის წინ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში თანამდებობაზე უკვე დანიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი წევრი, ხვიჩა კიკილაშვილი6. პროცესი დახურულ კარს მიღმა წარიმართა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ მხოლოდ დანიშვნის შემდეგ გახდა ცნობილი და საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა ჯეროვანი დისკუსია გაემართა ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამ ნეგატიურ გამოცდილების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უშუალოდ კანდიდატის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის კენჭისყრამდე გონივრული ვადით ადრე გაასაჯაროოს ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ. ეს საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას წარდგენილი პირის მიმართ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, საჯარო მსჯელობა და ღია პროცესი კი გაზრდის სასამართლოს მიმართ ნდობას.
---------------------------------------
1მოქმედი მოსამართლეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3dBp7DG, განახლებული 14.05.20. 2საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი. 3საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. 4საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი. 5საია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს პლენუმს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეაჩეროს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნის პროცედურები, 2020 წლის 30 მარტი, საიას ვეგბვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3bpoafU, განახლებულია: 11.05.2020. 6საია უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნას პროცესს უარყოფითად აფასებს, 2020 წლის 3 აპრილი, საიას ვეგბვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2xT9Kap, განახლებულია: 14.05.2020.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge