საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პატივი სცეს ტროტუარზე კარავის მეშვეობით შეკრების ჩატარების უფლებას

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 19 თებერვალს, თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება გაეშალათ კარავი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი 20 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც კარვების გაშლას ცდილობდნენ.

,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: 

,,დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის  ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა.“ 

ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვისტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობითპროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ როგორც ,,პარტიზანიმებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს. ,,პარტიზანი მებაღეების“ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტროტუარზე კარვის დადგმისაკრძალვა დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ მაშინ, თუკი ამით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. კარვის დადგმა განპირობებული იყო ცივ ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების მიზნით. ამგვარად, არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა.

საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას - მშვიდობიანი შეკრება განახორციელოს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge