საია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს

 

დღეისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება  მაუწყებლობის ფუნქციას ასრულებს.

საკანონმდებლო აქტების ანალიზი კი ცხადყოფს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოსათვის მსგავსი ფუნქციის მინიჭება.  აჭარის ტელევიზიის აღნიშნული სტატუსი წინააღმდეგობაშია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის  მე-2 პუნქტის ჩანაწერებთან, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანო;

მიგვაჩნია, რომ  აჭარის ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა დღეისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

ზემოაღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მოხდეს აჭარის ტელევიზიის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ჩვენი პოზიციით მნიშვნელოვანია, რომ  ტელევიზიას  მიენიჭოს  საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი.

 

პარალელურად საჭიროა დეტალურად გაიწეროს ტელევიზიის ფორმირების წესი, ცვლილება შევიდეს  რამოდენიმე სამართლებრივ აქტში, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ფორმირების პროცესში.

მოკლე ანალიზი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge