2017 წლის 19 მაისს საია „კოალიცია თანასწორობისთვის’’ თავმჯდომარე ორგანიზაცია გახდა. „კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელშეწყობით შეიქმნა და რვა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კავშირი საფარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და იდენტობა. კოალიციის მიზანი საქართველოში დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმების, კანონმდებლობის, პრაქტიკისა და პოლიტიკის ხელშეწყობაა.
კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ. წელს საიამ თავმჯდომარის პოზიციაზე ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი შეცვალა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge