საია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/იურისტის თანამდებობაზე

საია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/იურისტის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

მართლმსაჯულების ადმინისტრირებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევების განხორციელება, სხვადასხვა  დასკვნების, ანგარიშების წინასწარ შეთანხმებულ ვადებში მომზადება;  
სხვადასხვა სახის საკანონმდებლო წინადადებების და საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულ კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებში, პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღება;

საიას სახელით სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. 

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება;
წარმატებით ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სამართლის სპეციალიზაციით; 
პროფესიით მუშაობის გამოცდილება; 
შრომის დისციპლინა;
გუნდური მუშაობის გამოცდილება;
კომპიუტერთან მუშაობა;
ინგლისური ენის ცოდნა
 
კონკურსში მუშობის მსურველებმა ასოციაციის თბილისის ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4. საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5. სამოტივაციო წერილი;
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 თებერვლის 18:00 საათი.
 
დავუკავშირდებით დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება და მიეცემათ წერითი დავალება. 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 
ჯ.კახიძის (ყოფილი კრილოვის ქ.)  #15, ტელ: 293 61 01; 295 23 53
საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე / თამარ სარაჯიშვილი / თამარ გვარამაძე 
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge