ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ესაჭიროება 25 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება 8 სექტემბრის 06:00 საათიდან 9 სექტემბრის 08:00 საათამდე პერიოდით უწყვეტად. სამოძრაო არეალი - თბილისი/დუშეთი.
ტენდერში მონაწილე კომპანია, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- კომპანიის ავტომანქანები უნდა იყოს ტექნიკურად გამართული;
- კომპანიას უნდა ყავდეს მოწესრიგებული და პუნქტუალური თანამშრომლები (ოპერატორი, მძღოლი);
- უნდა უზრუნველყოფდეს მომსახურების დროულ და მაღალი ხარისხით მიწოდებას;
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება:
- გამოყოს 25 ავტოსატრანსპორტო საშუალება 2016 წლის 8 ოქტომბერს 06:00 საათიდან 2016 წლის 9 ოქტომბრის 08:00 საათამდე პერიოდის განმავლობაში თბილისისა და დუშეთის მასშტაბით;
- უზრუნველყოს დამკვეთის, ან მის მიერ მითითებული პირების გადაადგილება წინასწარ შეთანხმებული მარშუტებით;
- მომსახურების დრო მოიცავს სრულ 26 საათს;
განაცხადის წარდგენა:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე anitabidze@gyla.ge,
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 20 სექტემბერი;
წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება ფასისა და მომსახურების საფუძველზე.
გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ:
ანა ტაბიძე 577 441494
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge