საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს სერვერის შესაძენად. ტენდერის ფარგლებში საია გეგმავს შეიძინოს სერვერი შემდეგი მოთხოვნებისგათვალისწინებით:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
- შემოთავაზებული ტექნიკა უნდა იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისოდაღიარებული მწარმოებლის მიერ დამზადებული ორიგინალი პროდუქტი და აუცილებლად ახალი;
- პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს MAF (Manufacturer's Authorization Form);
- პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროშისაქართველოში;
- პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ფასების ცხრილი უნდა შეიცავდეს შესყიდვის ობიექტისზუსტ დასახელებას, მოდელს და სპეციფიკაციას;
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული პროდუქციის ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდესმწარმოებლის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ ტექნიკურ პარამეტრებს ან მწარმოებლის ოფიციალურტექნიკურ დოკუმენტაციას;
- მინიმუმ 3 წლიანი გარანტია შემოთავაზებულ პროდუქტზე;
- მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
შესყიდვის ობიექტი და ტექნიკური მახასიათებლები: მთავარი დატაცენტრის სერვერი.
- 2 ცალი პროცესორი, თითო 10 ბირთვი ( Intel Xeon Silver 4210R მეორე თაობის, ან უკეთესი )
- 64GB RAM, 32GB-იანი მოდულებით, ჯამური სლოტების რაოდენობა 16
- სერვერის მხარდაჭერა 512 გბ ოპერატიული მეხსიერების ან მეტი.
- 5 ცალი 1.8TB 12G SAS 10K HDD
- 1 ცალი Raid Controller-ი, 2GB-იანი ქეშით, 12G SAS
- მინიმუმ 2 ცალი 1Gbps RJ45 პორტი
- 2 კვების ბლოკი
- აქტიური მენეჯმენტ ლიცენზიით
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები დაინფორმაცია 2020 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით ელექტრონული ფორმით შემდეგმისამართზე gyla@gyla.ge.
შენიშვნა:
რიგ შემთხვევაში ორგანიზაციის პროექტები იბეგრება დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით.
გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არგანიხილება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობოორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge