საია აცხადებს ტენდერს საარჩევნო თემატიკაზე ორი გრაფიკული ვიდეო რგოლის (ე.წ ტუტორიალის) გადაღებაზე

 

ა(ა)იპ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დაფინანსების მთავარ წყაროს გრანტები წარმოადგენს. ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ. გვერდზე: www.gyla.ge

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კომპანია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იტოვებს უფლებას კორექტირება შეიტანოს და მონაწილეობა მიიღოს წარმოდგენილი სცენარის შინაარსის დაზუსტება/შეცვლაში. 

ტენდერის პირობები:

 

ვიდო რგოლის თემატიკა:

 

1. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება.

2. აგიტაციის წესებსა და მშვიდობიანი შეკრებებისა და კამპანიის წარმოებას, ასვე  მასალების დაზიანებისაგან თავის შეკავებას ეხება.

3. ორივე ვიდეო რგოლი ყველა ჩართული მხარის უფლებებსა და მოვალეობებს უნდა ასახავდეს.

 

- წარმოდგენილი ვიდეო რგოლები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და აკმაყოფილებდეს სოციალური რგოლისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს;

- ვიდეო რგოლის გადაღების თემატიკა უნდა შეთანხმდეს საიას წარმომადგენლებთან;

- ვიდეო რგოლების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი;

 

კომპანიების/იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: 

- ფასი და დამზადების ვადა;

- მაღალი ხარისხის შესრულება;

- კრეატიული მიდგომა და ინდივიდუალური ხედვა;

 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა  პირებმა/კომპანიებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებული ინფორმაცია:

- კომპანიის/იურიდიული პირის მიერ წარსულში დამზადებული გრაფიკული  და სტანდარტული  ვიდეო რგოლების ბმულები;

- ინფორმაცია კომპანიის/იურიდიული პირის გამოცდილების და მაღალი ხარისხის ვიდეო რგოლის მომზადებისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის შესახებ;

- განცხადებაში მითითებული თემის მიხედვით სატელევიზიო სოციალური რგოლის შესაქმნელად საჭირო ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით;

- ინფორმაცია ვიდეო რგოლის დამზადებისათვის საჭირო ვადების შესახებ.

- განცხადებებში მითითებული თემის მიხედვით, სოციალური რგოლის სავარაუდო სცენარი;

განაცხადები მიიღება ელექტრონულად, შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე:  pr@gyla.ge 2016 წლის 25  სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ნომერზე:

577 07 05 00 ლევან ქათამაძე. (10:00-18:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).

პირობებზე შეთანხმება მოხდება ტენდერის შედეგად შერჩეულ კომპანიასთან, ინდივიდუალურად.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge