საია აცხადებს ტენდერს ბეჭდვით მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.
ტენდერის ფარგლებში, შესაძლოა, შერჩეული იყოს ერთი ან რამდენიმე კომპანია. შერჩეულ კომპანიებთან გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, განისაზღვრება მომსახურების შესყიდვის ზოგადი პირობები.
კონკურსანტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების შესაბამისად, თითოეული კომპონენტის მიხედვით:
1. კვლევა
ზომა B5
გვერდების რაოდენობა: 140 + გარეკანი
შიგთავსი: 90 გრამიანი გლუვი ცარცი, ბეჭდვა 4+4
გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+0 + გლუვი ლამინაცია
აკინძვა: თერმული
ტირაჟი: 300 ცალი
2. ბროშურა
ზომა A5
გვერდების რაოდენობა: 80 + გარეკანი
შიგთავსი: 80 გრამიანი ოფსეტი, ბეჭდვა 1+1
გარეკანი: 300 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+0 + ლამინაცია
აკინძვა-თერმული
ტირაჟი: 300 ცალი
3. ლიფლეტი (ტრიპლეტი)
ზომა A4 (გაშლილი სახით)
2 კეცვით (ე.წ. ბიგოვკა)
200-250 გრამიანი ცარცი, ბეჭდვა 4+4
ტირაჟი: ა)1000 ცალი; ბ) 5000 ცალი
4. საკონფერენციო პასტები (ოთხფერიანი ორგანიზაციული ბრენდირებით)
რაოდენობა: 300 ცალი
5. სავიზიტო ბარათები - ორმხრივი, ოთხფერიანი ბეჭდვა
რაოდენობა: 50 ცალი
6. კონვერტები (ცალ მხარეს ოთხფერიანი ორგანიზაციული ბრენდირებით)
რაოდენობა: ა) A4 - 100 ცალი; ბ) A5 - 200 ცალი; გ) 25/11 სმ - 500 ცალი
კონკურსანტს შეუძლია, დააკორექტიროს თითოეული კომპონენტის მახასიათებლები, თუ ეს არ იმოქმედებს პროდუქციის ხარისხზე.
კონკურსანტს შეუძლია, სატენდერო წინადადება წარმოადგინოს ყველა ან მხოლოდ რამდენიმე კომპონენტთან დაკავშირებით.
სხვა პირობები:
საქონლის მიწოდების სასურველი ვადა: შეკვეთის გაფორმებიდან 5-7 სამუშაო დღე
საქონლის მიწოდების ადგილი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15.
ანაზღაურება: საქონლის მიწოდებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღე
ტენდერი არ მოიცავს პროდუქციის დიზაინის მომზადებას.
განაცხადის წარდგენა:
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
განაცხადები მიიღება 2024 წლის 2 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: info@gyla.ge (საგანში მიუთითეთ „ტენდერი“).
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge