საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1994 წლიდან.
ორგანიზაციის მისიაა ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://www.gyla.ge
სატენდერო წინადადების გამოცხადების მიზანია, შევარჩიოთ იურიდიული/ფიზიკური პირები, რომელიც გაგვიწევს შემდეგ მოსახურებებს:
პრე-ფროდაქშენი: ბიუჯეტირება, ორიგინალური სცენარის შექმნა, ლოკაციის შერჩევა, ქოფირაითინგი (არსებული მასალის დამუშავება და კონტენტზე მორგება);
ფროდაქშენი: ვიდეო კონტენტის შექმნა, აუდიო კონტენტის შექმნა;
პოსტ-ფროდაქშენი: მონტაჟი, კორექცია, ფორმატის შერჩევა, ადაპტირებული ტიტრები.
სატენდერო წინადადება აუდიო-ვიზუალური მომსახურების შესყიდვაზე მოიცავს 4 ლოტს:
ლოტი 1 - ვიდეო კონტენტი.
რაოდენობა: 4
ხანგრძლივობა: 1-5 წუთამდე.
ლოტი 2 - აუდიო პოდკასტი.
რაოდენობა: 4
ხანგრძლივობა: 10-15 წუთი.
ვიდეო რგოლებისა და აუდო პოდკასტების მიზანია შექმნას ინფორმაციული ვიდეო/აუდიო მასალა, რომელიც აღწერს და გადმოსცემს სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ხელშესახები აქტივობების შედეგებს.
ლოტი 3 - ადაპტირებული ვიდეო ტიტრებით.
რაოდენობა: 2
ხანგრძლივობა: 1-5 წუთი.
ვიდეო რგოლის მიზანია:
· შშმ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობისას;
· ხელი შეუწყოს კანონთან შეუსაბამო ქმედებების თავიდან აცილებას სამართალდამცავებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის ურთიერთობისას.
· გააძლიეროს ინფორმირებულობა სამართალდამცველებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციფიკური საჭიროებებისა და უფლებების შესახებ, რაც ხელს უწყობს უკეთ გაგებას და კომუნიკაციას.
ლოტი 4 - სოციალური ქსელების ფორმატზე მორგებული რილსი.
რაოდენობა: 5
ხანგრძლივობა: 1 წუთამდე.
ვიდეო რგოლების მიზანია:
· ახალგაზრდების ინფორმირება არჩევნების მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიულ საზოგადოებაში.
· ახალგაზრდებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხმის მიცემის ფუნდამენტური უფლებისა და საარჩევნო პროცესის შესახებ.
· წაახალისოს ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებში და დაანახოს მათი ხმების როლი მომავლის ფორმირებაში.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორვ ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, როგორც ერთ, ასევე ყველა ლოტზე.
აუცილებელი მოთხოვნაა - წარმოადგინოთ:
1. კომპანიის/ფიზ. პირის პორტფოლიო;
2. შესაბამისი ვიდეო/აუდიო პროექტების პორტფოლიო;
3. ხარჯთაღრიცხვა ერთ/ოთხივე ლოტზე.
4. სამუშაოს შესრულების ვადები და წარმოების საორიენტაციო გრაფიკი.
წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
· კომპანიის/ფიზიკური პირის გამოცდილება;
· წინა ნამუშევრების ხარისხი და კრეატიულობა;
· ხარჯების ეფექტურობა;
· სამუშაოს შესრულების ვადები.
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები და სატენდერო წინადადება ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: GYLA@GYLA.GE .
გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „სატენდერო წინადადება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არგანიხილება.
ელექტრონული განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 25 სექტემებერი 18:00 საათი.
საია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანიდადეტებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თბილისი, ჯ. კახიძის ქ. #15 ს.ი. 0102 ტელ.: (995 32) 2936101 / 2952353 (124) Email: GYLA@GYLA.GE Web: www.gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge