იუსტიციის უმაღლესი საბჭო („საბჭო“) საერთო სასამართლოების სისტემის უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მთავარი რგოლია. მისი არსებობის მიზანი სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველოყოფაა. საბჭოს ფართო უფლებამოსილებები გააჩნია, ისეთი როგორიცაა, პირველი, მეორე ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა, უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების ნომინირება, სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნა, დისციპლინური სამართალწარმოება და კიდევ ბევრი სხვა.
როგორ ასრულებს საბჭო მასზე დაკისრებულ ამოცანებს, ამის უკეთ გასაცნობად ვიწვევთსამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რათა მეტი შეიტყონ სისტემის მთავარი ადმინისტრირების ორგანოს მუშაობის გამჭვირვალობაზე, უშუალოდ საბჭოს სხდომებზე დააკვირდნენ ინიცირებული საკითხების მნიშვნელობას, გადაწყვეტილებების მიღების წესსა და პრაქტიკას. მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევებზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მეტად ინფორმირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როცა მართლმსაჯულების რეფორმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 სტუდენტი. თითოეულს ექნება შესაძლებლობა, საიას ანალიტიკოსთან ერთად დაესწროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 სხდომას, ასევე საიას თანამშრომლებისგან მოისმინოს თუ რა ძირითადი გამოწვევებია ამ მიმართულებით.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი;
- უნდა ჰქონდეს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მაღალი ინტერესი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- გთხოვთ შეავსოთ ფორმა: http://bit.ly/3FuZ3ua
კონკურსის ეტაპები:
- კანიდატების შერჩევა მოხდება მათ მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის მიხედვით;
- დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
აპლიკაციები მიიღება 27 მარტამდე.
პროექტი ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე - tkhukhia@gyla.ge.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge