საიას სასამართლო მონიტორინგის 12 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ დრომდე ორგანიზაციამ სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის თექვსმეტი ანგარიში მოამზადა, ასევე გამოსცა ორი სპეციალური ანგარიში, რომლებიც პანდემიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართალწარმოებას შეეხებოდა.
სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მიზანია სასამართლო სხდომებზე გამოვლენილი ტენდენციების ობიექტური დამკვირვებლის თვალით დანახვა. ორგანიზაციის მონიტორები, წლებია, ესწრებიან სხვადასხვა სასამართლოში მიმდინარე სისხლის სამართლის სხდომებს და ცდილობენ,გამოვლენილი ხარვეზებითა და დადებითი მაგალითებით საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლო დარბაზებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
პროექტი ხორციელდება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.
სასამართლო პროცესების მონიტორინგის მიზანია სასამართლო პროცესებზე დასწრებითა დაგამოვლენილი შემთხვევების ანალიზით,
პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა დაანალიზი. მონიტორინგის ამოცანაა მართლმსაჯულების სისტემის
ეფექტურობის შეფასება და იმხარვეზების გამოვლენა, რომლებიც სისხლის სამართალწარმოების დროს პროცესის მონაწილეთა,
მათშორის, საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურადრეალიზებას უშლის ხელს.
პროექტის მონაწილეები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასამართლომონიტორებთან ერთად და გამოცდილი იურისტების მენტორობით დაესწრებიან და დააკვირდებიან სისხლის სამართლის პროცესებს, გაეცნობიან სასამართლო მონიტორინგის სახელმძღვანელოს, სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს.
სასამართლო მონიტორებს შეეძლებათ დაწერონ ბლოგი მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებზე და მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, რომელიც გამოქვეყნდება საიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პროექტის ხანგრძლივობაა 1 თვე.
პროექტი განხორციელდება 3 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი.
მონაწილეთა რაოდენობა: 10
პროექტის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.
სასამართლო მონიტორის ვალდებულებები:
- სასამართლოში სისხლის სამართლის სასამართლო პროცესებზე დასწრება
- სასამართლო პროცესზე გამოვლენილი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
- ბლოგების წერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- იურიდიული ფაკულტეტის მესამე ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
- სისხლის სამართლის პროცესის საბაზისო ნაწილის ცონდა
- სისხლის სამართლის კანონმდებლობის, ადამიანის უფლებების, აღნიშნულ სფეროებში არსებულისაერთაშორისო სტანდარტების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- გამართული წერა და მეტყველება ქართულ ენაზე
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციისუნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ავტობიოგაფია (CV), ქართულ ენაზე შესრულებული
- სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 300 სიტყვა)
ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
კონკურსით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგელექტრონულ მისამართზე:
anitabidze@gyla.ge 2023 წლის 10 თებერვლის ჩათლით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge