საია იწვევს ინდივიდუალურად ვებ-დეველოპერებს ან/და ორგანიზაციებს ვებ-გვერდის/გვერდების დასამზადებლად.
პროექტის მოკლე აღწერა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“ ერთ-ერთი მიზანია მიგრაციის ეფექტური და ეფექტიანი მართვის ხელშესაწყობად, მართვის იაფი ელექტრონული მექანიზმების შემუშავება.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
დავალების მოკლე აღწერა
პროექტის ფარგლებში არჩეულმა ვებ-დეველოპერმა/კომპანიამ უნდა შექმნას შემდეგი ონლაინ პროდუქტი:
- ონლაინ სივრცე, სადაც გამოვლენილი იქნება არალეგალური მიგრაციის ძირითადი ნაკადები და რისკ ჯგუფები;
- ონლაინ სივრცე, სადაც მიგრანტებს ექნებათ საშუალება, მიიღონ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი უფლებების დასაცავად;
- ონლაინ საგანმანათლებლო მექამიზნი მიგრანტების უფლებების დაცვის თაობაზე.
აღნიშნული ფუნქციების შეთავსება შესაძლებელია როგორც ერთიან ონლაინ სივრცეში, ასევე ცალ-ცალკე, შეთანხმებისამებრ.
ექსპერტების/ორგანიზაციის პროფილი:
კონკურსში მონაწილე პირმა/ორგანიზაციამ უნდა წარმოაჩინონ მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები და დაასაბუთონ, თუ რატომ შეძლებენ ყველაზე კარგად აღნიშნული დავალების შესრულებას.
კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია:
- წარსულში მსგავსი ვებ-გვერდების შექმნის გამოცდილება;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- შესაბამისი განათლება;
- ინოვაციური ხედვა.
ვადები
პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:
1 |
კონკურსი ვებ დეველოპერზე |
20-30 სექტემბერი |
2 |
ვებ-დეველოპმენტი |
30 სექტემბერი - 30 დეკემბერი |
3 |
ტესტირება, ვებ-გვერდის დასრულება |
30 დეკემბერი - 30 იანვარი |
4 |
ვებ-გვერდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება |
1 – 30 მარტი |
ანაზღაურება
ანაზღაურება მთლიანი დავალებისათვის - დაახლოებით 6000 ევრო (დარიცხული), გამოცდილებისა და წინა ნამუშევრების მიხედვით.
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
- დეტალური რეზიუმე/პორტფოლიო;
- წინა ნამუშევრების ლინკები/ასლები;
- 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 30 სექტემბერი. განაცხადები მიიღება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - macharashvili@gyla.ge
დეტალური ინფორმაციისთვის და ტექნიკური დავალების გასაცნობად ჩამოტვირთეთ ფაილი
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თეონა მაჭარაშვილს - 577 070594
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge