საია აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ მგზავრობის დაგეგმვაზე

საია აცხადებს კონკურსს საზღვარგარეთ მგზავრობის დაგეგმვაზე:

საია აცხადებს კონკურსს 2016 წლის დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყანაში მგზავრობის დაგეგმვასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს: ავია/სარკინიგზო ბილეთების შეძენას და სასტუმრო მომსახურების შეძენას სხვადასხვა ქვეყანაში.

 

პროექტის მოკლე აღწერა:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“  ერთ-ერთი მიზანია ემიგრანტების საჭიროებების გამოკვლევა სხვადასხვა ქვეყანაში და მათთვის ინფორმაციის მიწოდება არსებულ სერვისებსა და კანონმდებლობაზე.

 

მომსახურების მოცულობა:

შესასყიდ მომსახურეობაში შედის, 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით მგზავრობის ორგანიზება, ქვემოთ მითითებული განრიგის შესაბამისად. კერძოდ:

 

მგზავრობის სავარაუდო განრიგი:

ნაკადი

მგზავრობის თარიღები

 

ქვეყანა

1

2-3 დეკემბერი

საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი

4-5 დეკემბერი

თურქეთი-საბერძნეთი

6-8 დეკემბერი

საბერძნეთი-საქართველო

2

3-5 იანვარი

საქართველო-იტალია-საფრანგეთი

6-7 იანვარი

საფრანგეთი-ესპანეთი

8-9 იანვარი

ესპანეთი-საქართველო

3

1-2 თებერვალი

საქართველო-ბელგია-ჰოლანდია

3-4 თებერვალი

ჰოლანდია-გერმანია

5-6 თებერვალი

გერმანია-საქართველო

4

1-2 მარტი

საქართველო-პოლონეთი-უკრაინა

3-4 მარტი

უკრაინა-მოლდოვა

5-6 მარტი

მოლდოვა-ესტონეთი

1-2 აპრილი

ესტონეთი-საქართველო

5

10-13 აპრილი

საქართველო-აშშ-საქართველო

 

კონკრეტული ქალაქების შერჩევის კრიტერიუმია, დანიშნულების ქვეყანაში საქართველოდან გამგზავრებული ემიგრანტების მაღალი რაოდენობა.

 

 

სხვადასხვა პირობები:

  1. დანიშნულების ქალაქები უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ სად არის ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან;
  2. მგზავრობის თარიღები უნდა შეირჩეს იმის მიხედვით, თუ როდის არის ყველაზე დაბალფასიანი პერიოდი კონკრეტული დანიშნულების ქვეყნისათვის;
  3. თანხის დაზოგვის მიზნით, სასურველია ვიზიტები ქვეყნებში დაჯგუფდეს სიახლოვის მიხედვით, რათა გარკვეულ შემთხვევებში მგზავრობა მოხდეს შიდა სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით (იხ. ზემოთ მითითებული სავარაუდო განრიგი);
  4. შემოთავაზებაში, შესაძლებელია სავარაუდო განრიგის ცვლილება, ზემოთ მითითებული პირობების გათვალისწინებით.

 

ტექნიკური მონაცემები:

ტრანსპორტისა და სასტუმრო განთავსების შერჩევისას, მოთხოვნილი კრიტერიუმია:

  1. უსაფრთხოება;
  2. სისუფთავე;
  3. საქართველოს საელჩო/საკონსულოებთან და/ან დიასპორულ ორგანიზაციებთან/საქართველოდან წასული ემიგრანტების დასახლებებთან სიახლოვე ან სხვადასხვა სატრანსპორტო ქსელებთან სიახლოვე;
  4. სასტუმროს შემთხვევაში, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და საუზმე;
  5. სასტუმროს შემთხვევაში, შესაძლებელია სტუმრების ერთად ან ცალ-ცალკე განთავსება.

 

შერჩევის კრიტერიუმი:

მომსახურების მიმწოდებელს საია შეარჩევს შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:

  1. მომსახურების ფასი;
  2. მომსახურების ხარისხი (უსაფრთხოება და სისუფთავე);
  3. მოქნილობა პირობებში.

უფრო დაბალი ფასის შემოთავაზებებს მიენიჭებათ უპირატესობა შერჩევის პროცესში. 

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

- საერთო ფინანსური შემოთავაზება და ჩაშლილი დეტალური ბიუჯეტი, სადაც მითითებული იქნება მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები თითო ადამიანზე და სავარაუდო ფასდაკლებები მგზავრთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში;

- შემოთავაზებული მომსახურების დეტალური აღწერა;

- ინფორმაცია კომპანიის შესახებ.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თეონა მაჭარაშვილს macharashvili@gyla.ge

ტელეფონი - 577 07 05 94.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge