საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილების ადვოკატირება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა. პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლის ფარგლებშიც საიამ 2023 წლის ივნისის თვეში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით დაიწყო პროექტი „საკრებულოების საზედამხედველო შესაძლებლობების გაძლიერება“. პროექტი ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში საკრებულოს საკანონმდებლო ჩარჩოს და პრაქტიკის გაუმჯობესებას ზედამხედველობის მიმართულებით.
პროექტის კონსულტანტი პასუხისმგებელი იქნება შეადგინოს/გააუმჯობესოს პოლიტიკის დოკუმენტები, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებისთვის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიისთვის, მათთან მჭიდრო კომუნიკაციით.
პროექტის კონსულტანტი იმუშავებს თავისუფალი გრაფიკით, თუმცა პასუხისმგებელი იქნება წინასწარ გაწერილ ვადაში გაწიოს მომსახურება.
სამუშაო ადგილი:
პოზიციის დასახელება - პროექტის კონსულტანტი
სამუშაო განაკვეთი - თავისუფალი გრაფიკი
სამუშაოს დაწყების დრო - 2024 წლის 16 თებერვალი
სამუშაო ადგილი - ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, ჩოხატაური, მესტია, ლენტეხი.
სამუშაოს ხანგრძლივობა - საერთო ჯამში 60 დღე, სამუშაოს კონსულტანტი შეასრულებს წინასწარ გაწერილი გრაფიკის მიხედვით, ბოლო ვადაა 2024 წლის აგვისტო.
ანაზღაურება - 8000 ლარი (გროსი)
ძირითადი ფუნქციები:
1. ჩაერთოს სამიზნე მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების არსებული სტანდარტებით ინსტიტუციური პოლიტიკის დოკუმენტების გაუმჯობესება/შემუშავებაში, რომელიც მოიცავს საბჭოს მუშაობის ყველა ასპექტს, მათ შორის საზედამხედველო ნაწილს;
2. ჩაერთოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომელიც მოიცავს კომისიის მუშაობის ყველა საკითხს, მათ შორის საზედამხედველო როლს;
3. ჰქონდეს მჭიდრო კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში;
4. პროექტის გუნდთან ერთად ჩაატაროს საჯარო შეხვედრები თითოეულ მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ მხარეებთან;
5. პროექტის გუნდთან ერთად გაუწიოს კონსულტაცია გენდერული თანასწორობის საბჭოებს გამოიყენონ საზედამხედველო მექანიზმები;
6. ჩაატაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებთან შეხვედრები გენდერული თანასწორობის საბჭოს მანდატის შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხების ცოდნა და ინტერესი;
- მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოებთან და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიებთან მუშაობის გამოცდილება პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების კუთხით;
- მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში ან საჯარო მმართველობაში;
- გამართული წერა და მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სამუშაოს ორგანიზების უნარი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;
- კრიტიკული ანალიზის, პრობლემების პროაქტიულად გამოვლენის და ოპერატიულად კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ორგანიზებული მუშაობა.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV, სასურველია europass ფორმატში);
- აპლიკანტის მიერ წარსულში მომზადებული წერილობითი ანალიტიკური ან პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საუკეთესოდ გამოავლენს კანდიდატის უნარ-ჩვევებს (სასურველია ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე);
ეტაპები:
- პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება;
საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია უფლებას იტოვებს დაიბაროს კანდიდატი შერჩევის დამატებით ეტაპებზე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - vacancy@gyla.ge, subject: პროექტის კონსულტანტი
საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!
შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს მომსახურების ხელშეკრულებას.
ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2024 წლის 13 თებერვალი, 23:59.
საკონტაქტო პირი ვაკანსიასთან დაკავშირებულ შინაარსობრივ საკითხებზე: სალომე საღარაძე, s.sagaradze@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge