საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს კონკურსს დამკვირვებლის პოზიციაზე 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო მისიაში მონაწილეობისთვის ეძებს დამკვირვებლებს აპლიკაციაში მითითებული რეგიონებისთვის.
განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2021 წლის 20 ოქტომბერი 15:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.
შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა ჩატარდეს გასაუბრება.
დამკვირვებლის ანაზღაურება შეადგენს 120 ლარს (ხელზე ასაღები თანხა), რომელიც მოიცავს საკომუნიკაციო ხარჯებს.
აპლიკაცია იხილეთ ბმულზე
პრიორიტეტი მიენიჭება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ კანდიდატებს. საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს. მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ სპეციალურ ვებგვერდს - https://provax.ge/. ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - https://booking.moh.gov.ge/.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge