საია აცხადებს კონკურსს დამკვირვებლის პოზიციაზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს კონკურსს დამკვირვებლის პოზიციაზე 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისთვის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო მისიაში მონაწილეობისთვის ეძებს დამკვირვებლებს აპლიკაციაში მითითებული რეგიონებისთვის. 

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2021 წლის 3 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან შესაძლოა ჩატარდეს გასაუბრება. 
დამკვირვებლის ანაზღაურება შეადგენს 120 ლარს (ხელზე ასაღები თანხა), რომელიც მოიცავს საკომუნიკაციო ხარჯებს. 

პრიორიტეტი მიენიჭება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ კანდიდატებს. 

საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს. მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ სპეციალურ ვებგვერდს - https://provax.ge/. ვაქცინაციაზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - https://booking.moh.gov.ge/.

 

შეავსეთ განაცხადი

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge