საია აცხადებს კონკურსს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში არაანაზღაურებადი სტაჟიორების შესარჩევად

ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მიზანია ქვეყანაში უფლებების დაცვის უზრუნველყოფისთვის სისტემური ცვლილების მიღწევა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სოციალური პოლიტიკა, თანასწორობის პოლიტიკა, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები.

პოზიციის დასახელება - სტაჟიორი/თანაშემწე

სამუშაო განაკვეთი - ნახევარი, აქედან 1 სავალდებულო დღე ოფისში მუშაობა (10:00-18:00)

სამუშაო ადგილი - თბილისი

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე

 

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის (სამართალი, საერთაშორისო სამართალი) ბაკალავრიატის მე-3 და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. პრიორიტეტი მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც კარგად ფლობენ ადამიანის უფლებათა სამართალს (3 ადგილი) და/ან სისხლის სამართალს (1 ადგილი). პროგრამული ვალდებულებების განსახორციელებლად საჭიროა ინგლისურის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა. 

 

ძირითადი ფუნქციები:

- ადამიანის უფლებების მიმართულებით პროგრამული პროექტების მართვაში პროგრამის მხარდაჭერა;

-  ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი და შეფასება; 

-  ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მიმდინარე კანონპროექტების ანალიზზე მუშაობა; 

-  პროგრამის მიერ მოსამზადებელი კვლევების, ანგარიშების და ბლოგების მომზადებაში ჩართულობა; 

-  სისხლის სამართლის მიმართულების თანაშემწის შემთხვევაში, სისხლის მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხების ანალიზი, შესაბამისი მიმართულების ანალიტიკოსების მხარდაჭერა პროგრამული ამოცანების განხორციელებისას. 

 

უნარ-ჩვევები:

 

-   სამუშაოს ორგანიზების უნარი;

-  კვლევისა და ანალიტიკის უნარი; 

-   პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპზე (წერითი დავალება) - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, ვინც სრულყოფილად გამოაგზავნის შესაბამის დოკუმენტებს. წერითი დავალება მოიცავს კაზუსებს - ადამიანის უფლებების სფეროში. 

მეორე ეტაპზე (გასაუბრება) - დაშვებული იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ პირველ ეტაპს.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

-  რეზიუმე (CV); 

-   სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე შესრულებული, მაქსიმუმ 1 გვერდი); 

-   ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. 

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ ელ. ფოსტის მისამართზე - toniani@gyla.ge,  subject:  თანაშემწე.

 

ელექტრონული განაცხადის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 22 მაისი. 

სტაჟირების დაწყების თარიღი: 5 ივნისი. 

 

 

 

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge